დასახელება:
მომარაგებისა და სამეურნეო საქმის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მმს გრუპ
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
შპს "მმს გრუპ" აცხადებს მომარაგებისა და სამეურნეო საქმის მენეჯერის ვაკანსიას.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის ქ. #108.
** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით: 1500 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებების შესაბამისად საქონლისა და მასალების მომარაგების ორგანიზება.
** საწყობში მიღებული და გაცემული მარაგების აღრიცხვა, მართვა და გეგმიური ინვენტარიზაცია.
** საწყობსა და ობიექტებზე საქონლის მიწოდების დროული ორგანიზება და კონტროლი ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით.
** შესყიდვის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირებთან (დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და საქმისმწარმოებლებთან) მჭიდრო კონტაქტი.
** მომწოდებლების მიერ გამოწერილი ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი, შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერა.
** შესყიდვებისა და მიწოდების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
** ყველა შესყიდვისა და მიწოდების რეგისტრაცია 1C პროგრამაში (კერძოდ, მუშაობა მოდულებთან "შესყიდვები", "საწყობი", "ბუღალტრული აღრიცხვა»).
** ჩანაწერების წარმოება და საწყობის ნაშთების მონიტორინგი 1C-ში, საქონლის მიღების, გადაადგილებისა და გაცემის შესახებ ინფორმაციის შეყვანა.
** საზღვარგარეთ საქონლის შეძენისას საბაჟო პროცედურების ცოდნა და განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება (დეკლარაციები, ინვოისები, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები).
** სამეურნეო (ოფისისა და საწყობების) ინვენტარის მოვლა, შეკეთების ორგანიზება, გადაადგილების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
განათლება:
** საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის/მომარაგების/საწყობის ან მშენებლობის დარგში.
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია C).
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
გამოცდილება:
** ანალოგიურ პოზიციაზე სულ ცოტა 1-წლიანი გამოცდილება.
** 1C და საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** საქმიანი ურთიერთობის ეთიკა.
** პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@marinems.ge
|
|
|
|