Робота для біженців з України
სერვისის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: რესტორანი 47
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
პრემიუმ კლასის რესტორან "47"-ში ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ სერვისის სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, კვირაში 40 საათი;
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად, ინდივიდუალურად გავივლით შერჩეულ კანდიდატებთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, ჯავშნის მიხედვით სწორად განთავსება;
** სერვისის სტანდარტების დაცვით ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** ჯავშნებისა და მაგიდების ეფექტიანი მართვა;
** მომსახურების ხარისხზე მონიტორინგის გაწევა და მენეჯმენტთან კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი კლასის მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, გამოცდილება და მოტივაცია;
** სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტების ცოდნა და გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო ან მაღალ დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაოს მეგობრულ და პრესტიჟულ გარემოში;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა — გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: mariam@recruiter-ge.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე