დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
ჰაკერ-ფშორი
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
რესტორანი "ჰაკერ-ფშორი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ჰიგიენის ნორმებისა და HACCP - ის სისტემის დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 80-100 ლარი დღეში გამოცდილების მიხედვით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hackerpschorr09@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|