დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, ROSHEN-ის, MILLA-ს SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-18:00 სთ, შაბათი: 10:00 სთ-16:00 სთ.
** ანაზღაურება: 1100-1200 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსი)
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება (განახლება);
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** FIFO -ს სტანდარტების დაცვა;
** ყოველდღიური ფოტო - რეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით.
მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/En5Q
|
|
|
|