Робота для біженців з України
მოუშენ დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოუშენ დიზაინერი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Motion Designer, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სოციალური მედიის ვიდეოების ვიზუალურ გაფორმებაზე. მისი მთავარი ამოცანა იქნება ისეთი ანიმაციების შექმნა, რომლებიც ეფექტურად გადმოსცემს ბრენდის მთავარ გზავნილებს და უზრუნველყოფს მათ მკაფიო ვიზუალურ კომუნიკაციას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექსტური და გრაფიკული ელემენტების ანიმაცია ვიდეოებისთვის (ძირითადად Instagram Reels და TikTok ფორმატისთვის)
** ვიდეოებში ლოგოს, სლოგანებისა და სხვა საკომუნიკაციო ელემენტების ვიზუალურად გამართულად წარმოჩენა
** მარკეტინგის ჯგუფთან და დიზაინერთან მჭიდრო თანამშრომლობა
** სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკაციების დაცვა (Instagram Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა)
** ბრენდის ვიზუალური ენის ეფექტურად გადატანა მოძრაობაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** After Effects-ისა და Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ფლობა
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** თანამედროვე და მინიმალისტური ვიზუალური სტილის კარგი აღქმა
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დროულად მუშაობის უნარი
** გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა (Photoshop/Illustrator)
** ტიპოგრაფიისა და კომპოზიციის საფუძვლიანი ცოდნა

შემოგვიერთდი, თუ ხარ:

** სუპერკომუნიკატორი;
** აქტიური;
** ხალისიანი;

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე