დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Tenders.ge
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
"Tenders.ge" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის 1-ლი ჩიხი, 2 ბ;
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00);
ანაზღაურება: 1200 ლარი (NET) + ბონუსი (1000-3000 ლარი);
ძირითადი მოვალეობები:
** მიზნობრივი სეგმენტების განსაზღვრა და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და Tenders.ge-ის სერვისების შეთავაზება;
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია და სტრატეგიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმით სხვადასხვა რეპორტინგის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ინტერესი ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით;
უნარები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Tenders.ge "-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@tenders.ge.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 1 აგვისტომდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@tenders.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- B2B გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|