დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნოვა ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
"ნოვა ქონსთრაქშენი" არის მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, სადაც გექნებათ კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია (სატელეფონო / პირდაპირი / ონლაინ)
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების ორგანიზება (სამშენებლო მოედანზე / გაყიდვების ოფისში) პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ლიდების შეგროვება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა (CRM / Exel)
** საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში
** უშუალო ხელმძღვანელისგან სხვა დავალებების შესრულება
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ნოვა ქონსთრაქშენის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@novaconstruction.ge
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: info@novaconstruction.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|