დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
გრინვეი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.
სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობები: გრინვეის სათაო ოფისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა
სამუშაო დრო: ჰიბრიდული/მოქნილი გრაფიკი - კვირაში 5 დღე (ჯამში 40 საათი)
ანაზღაურება: 900 ლარი
ბენეფიტები: დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მიღება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტების ინფორმირება ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე: პირველადი ინფორმაციის მიწოდება, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა და ა.შ.
საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის განკუთვნილი ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისთვის როგორც სატელეფონოდ, ასევე მეილის მეშვეობით;
** კომპანიის მეილსა და ვებ გვერდებზე შემოსული მეიჯების მიღება და გადამისამართება;
** გეგმიური ანგარიშგების წარმოება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** სტრუქტურული ერთეულისათვის დადგენილი პროცედურების, გაიდლაინების, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება;
** როგორც თანამშრომლების ("შიდა კლიენტი"), ისე კომპანიის მომხმარებელთა სერვისის სტანდარტის დაცვით მოპყრობა/მომსახურება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ან/და სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლცენტრის ოპერატორი.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: dpo@gwg.ge მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|