დასახელება:
უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გერგილი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
შპს "გერგილი" (https://www.gergili.ge) დაარსდა 2002 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვით, შრომის უსაფრთხოებაში, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების კუთხით.
შპს "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურებში მონაწილეობის მიღება. მოიცავს მუშაობას სკრინინგის, სკოპინგის და გზშ-ს ანგარიშებზე.
მოთხოვნები:
** ეკოლოგიის, გეოგრაფიის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლება.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B 1 - B 2 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი გამოცდილება კომპანიის საქმიანობის სფეროში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irakli.ramishvili@gergili.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
CV-ების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო.
|
|
|
|