Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მინდელის ქ.#3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვების შესაბამისი დოკუმენტების ბუღალტერიაში მიწოდების შემდეგ სისწორის გადამოწმება და რეაგირება პროცედურისა და ვადების შესაბამისად;
** კომპანიის მიერ განხორციელებული შესყიდვების/დაბრუნებების (საქონლის/მომსახურების) კონტროლი და რეაგირება, შემოსავლის სამსახურის ელექტრონულ პორტალზე და კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში;
** გამორჩენილი ან შეცდომით გამოწერილი საბუთის აღმოჩენის შემთხვევაში, კომუნიკაცია შესაბამის დეპარტამენტთან;
** კომპანიის საოპერაციო საქმიანობისთვის გახარჯული/ექსპლუატაციაში შესული მარაგების, წინასწარ შემუშავებული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ასახვა კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგებების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint) 1C;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 08 აგვისტო, 2025 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე