დასახელება:
დამწყები მეღვინე
|
მომწოდებელი:
ნატურალური მეღვინეობა უნარი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
"ნატურალური მეღვინეობა "უნარი"" აცხადებს ვაკანსიას: დამწყები მეღვინე მცირე ნატურალური მარნისთვის.
"მცირე ნატურალური მეღვინეობა" ეძებს მოტივირებულ და ღვინით დაინტერესებულ თანამშრომელს დამწყები მეღვინის პოზიციაზე.
ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც დაინტერესებულია მეღვინეობის პრაქტიკული პროცესებით და სურს პროფესიული განვითარება ამ სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** მარნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა ხელმძღვანელთან კოორდინაციით
** ღვინის მაღაზიებთან და ბარებთან კომუნიკაცია.
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და მიწოდების კოორდინაცია.
** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა
** რთველში და ფერმენტაციის პროცესში ჩართულობა
სამუშაო გრაფიკი:
** სტანდარტული - კვირაში 5 სამუშაო დღე
** რთველის და ფერმენტაციის სეზონი (დაახლოებით 2 თვე) - მოქნილი და ინტენსიური გრაფიკი
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი
** დამატებითი საბონუსე სისტემა შესრულებული შედეგების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ღვინის და მეღვინეობისადმი ინტერესი
** სასურველია მეღვინეობის მიმართულებით განათლება (3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული)
** მართვის მოწმობა (კატეგორია B) - აუცილებელია
** გადაადგილების შესაძლებლობა (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტით და საწვავით)
განვითარების შესაძლებლობები:
პოზიცია გათვლილია პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. თანამშრომელი შეისწავლის მეღვინეობის პრაქტიკულ მხარეს, ეტაპობრივად ჩაერთვება მარნის მართვის პროცესებში და მიიღებს პასუხისმგებლობას როგორც ტექნიკურ, ასევე კომერციულ მიმართულებებში.
ტელ: +995 599 44 52 44
საკონტაქტო ელფოსტა: info@unari.wine
|
|
|
|