Робота для біженців з України
სტაჟიორი - სოფელი ქსოვრისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: ნატურალური მეღვინეობა უნარი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"ნატურალური მეღვინეობა "უნარი"" აცხადებს ვაკანსიას: სტაჟიორი.

მდებარეობა: სოფელი ქსოვრისი, მუხრანთან ახლოს
სტაჟირების პერიოდი: სექტემბერი - ოქტომბერი (2 თვე)
ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურებადია
დატვირთვა: სრული განაკვეთი (40 საათი/კვირაში)

სტაჟირების შესახებ

მცირე ნატურალური მეღვინეობა აცხადებს ორ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ღვინით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდებისთვის. სტაჟირება გთავაზობთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ მარნის ყოველდღიურ საქმიანობაში და პრაქტიკულად დაეუფლოთ ნატურალური ღვინისა და პეტ-ნატის წარმოების ტექნოლოგიებს. სტაჟიორი იმუშავებს გამოცდილ გუნდთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს ღვინის დამზადების სრულ პროცესში — ყურძნის მიღებიდან ბოთლში ჩამოსხმამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარნის ყოველდღიური ოპერაციების გაცნობა და შესრულება
** ნატურალური ღვინისა და პეტ-ნატის დაყენების ტექნოლოგიური პროცესების შესწავლა
** რთველში, დაწურვის და ფერმენტაციის პროცესებში მონაწილეობა
** ბოთლში ღვინის ჩამოსხმა და პროდუქტის შეფუთვა
** გუნდთან ერთად მუშაობა და სამუშაო პროცესებში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაინტერესება მეღვინეობით და ნატურალური პროდუქტების მიმართულებით
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ფიზიკური გამძლეობა და დროის ეფექტური მართვა
** წინა გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო

სამუშაო პირობები და უზრუნველყოფა:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა მარნის ტერიტორიაზე (სტაჟირების პერიოდში აუცილებელია ადგილზე დარჩენა)
** სრულად დაფინანსებული კვება
** ტრანსპორტირება
** ანაზღაურება შეთანხმებით

ტელ: +995 599 44 52 44
საკონტაქტო ელფოსტა: info@unari.wine
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე