Робота для біженців з України
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
ფიზიკური პირი აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის თანამდებობაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (კვირა დასვენება)
** 08:30 სთ-დან საღამოს 08:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: 1300 + 200 ლარი
** შესაძლებელია საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება (ღამე ან კვირა დღეს მუშაობა)
** დამატებითი ბენეფიტი: კვება & დაზღვევა

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** თბილისის გზებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა, აგრეთვე ქალაქგარეთ მოძრაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა, სისუფთავე და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი`
** კეთილსინდისიერება, კონფიდენციალურობის დაცვა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამსაქმებლის და ოჯახის წევრების ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მოქმედი საგზაო წესების დაცვით გადაადგილება;
** დაქვემდებარებული ავტომობილის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** დაქვემდებარებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი და ხარვეზების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დამსაქმებლის დავალებით შესყიდვების წარმოება გადაცემული სიის მიხედვით;
** მგზავრის ან სტუმრის აეროპორტში გაცილება ან/და აეროპორტში დახვედრა;
** დაქვემდებარებული ავტომობილისთვის გაწეული ხარჯების აღრიცხვა
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორი რეაგირება დამსაქმებლისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება, სადაზღვევო კომპანიაში დარეკვა;
** ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებლის სხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: jikidzes@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე