Робота для біженців з України
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მექანიკოსის პოზიციაზე.

მაღალი ანაზღაურებით
მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თვადადებულის N 29
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობის ქონა.
** პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე