დასახელება:
ღამის მიწოდების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მიწოდების კოორდინატორის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
სამუშაო გრაფიკი: 3 ღამე მუშაობა, 3 ღამე დასვენება
სამუშაო ლოკაცია: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის ქუჩა N 14
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სადისტრიბუციოდ მომზადებული შეკვეთის ავტომობილში დატვირთვის პროცესის მონიტორინგი და ქსელში დროულად გაშვების და დასრულების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტების უსაფრთხოების კოდების გენერირება პროგრამაში და მაღაზიის მენეჯერებისთვის მიწოდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
** სავაჭრო ობიექტის მენეჯერებისთვის დაბრუნების პროცესის დოკუმენტაციის შესავსებად საჭირო რელევანტური ინფორმაციის მიწოდება (მძღოლისა და ავტომობილის მონაცემები);
** მაღაზიების და მანქანების გასაღებების დისტრიბუციის თანამშრომლებზე გადაცემის და მიღების კონტროლი შესაბამისი დოკუმენტების საშუალებით და დაზიანებული გასაღებების დროულად შეკეთების და შეცვლის უზრუნველყოფა;
** ავტომობილების გადაადგილების კონტროლი დისტანციური საშუალებებით და შეფერხების მიზეზების დადგენა, საჭიროების შემთხვევაში დისტრიბუციის პროცესის შემოწმება პირადად;
** დისტრიბუციის პროცესის მიმდინარეობისას სავაჭრო ობიექტების გახსნის და დახურვის პროცესის მონიტორინგი;
** სადისტრიბუციო ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შესახებ ინფორმაციის მიღება და ავტოპარკის სპეციალისტის ინფორმირება;
** ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მანქანებში გადანაწილების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** მიმდინარე დავალებების დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირება, შესრულების ვადების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა და მათი ინფორმირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება, უკუკავშირის გაცემა და ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ანგარიშებისა და საოპერაციო დოკუმენტაციის წამოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო ან ტექნიკური განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
MS Office (Word, Excel);
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ფართების მოძიების სპეციალისტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წელი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|