Робота для біженців з України
კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"სასტუმრო ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

ძირითადი მოვალეობები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სივრცეების ზედამხედველობა;
** გუნდთან კომუნიკაცია და დავალებების სწორად დელეგირება;
** ბრენდის სტანდარტების დაცვა;
** სტუმართა კმაყოფილების მონიტორინგი;
** კვებისა და სასმელების მენეჯერთან რეპორტინგი;
** გუნდის წევრებისთვის სამუშაო ცვლიანობის მომზადება;
** სასმელების აღწერა-კონტროლის პროცედურების მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები და სარგებელი:

** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** უფასო კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში;
** სამოგზაურო პროგრამა GO Hilton.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: BUSBT_Batumi_Career@hilton.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს.ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე