Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 საათამდე

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sawyobiborun@gmail.com პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე