Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი კალათა
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
დისქაუნთერ მაღაზიათა ქსელი "კალათა" წარმოადგენს შპს "დეილი ჯგუფის" შემადგენლობაში არსებულ საცალო ვაჭრობის ბრენდს, რომელიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით 50 ფილიალით. ბრენდი დინამიკურად ვითარდება და ახორციელებს რეგიონული ქსელის ეტაპობრივ გაფართოებას, რაც თანმდევად უზრუნველყოფს ახალი სამუშაო პოზიციების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. "კალათა" მიზნად ისახავს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, სტაბილური და თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას.

სუპერმარკეტების ქსელი "კალათა" აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** სალაროს მოწესრიგება
** პროდუქციის ვადების კონტროლი
** თაროების მოწესრიგება და დასუფთავება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი
** ორგანიზებული

სამუშაო გრაფიკი:

** 8 საათიანი განაკვეთი.
** კვირაში 1 დასვენების დღე შერჩევით.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: recruitment@daily.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 542296.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

-რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@daily.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე