დასახელება:
მოლარე, კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
დეილი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
სუპერმარკეტების ქსელი "დეილი", რომელიც შპს "დეილი ჯგუფის" ჰოლდინგის წევრია, 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია 210-ზე მეტ ფილიალს ფლობს საქართველოს მასშტაბით და 2500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. პირველი ფილიალი ქუთაისში გაიხსნა, ამჟამად კი აქტიურად ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და ქმნის კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი პოტენციალი და გაიზარდოს პროფესიულად.
სუპერმარკეტების ქსელი "დეილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** სალაროს მოწესრიგება
** პროდუქციის ვადების კონტროლი
** თაროების მოწესრიგება და დასუფთავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი
** ორგანიზებული
სამუშაო გრაფიკი:
** 8 საათიანი განაკვეთი.
** კვირაში 1 დასვენების დღე შერჩევით.
** ასევე შესაძლებელია ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკი.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: recruitment@daily.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 542296.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
-რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@daily.ge.
|
|
|
|