Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
შპს "თერმოინდუსტრია" - გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 12

უკვე 13 წელია ჩვენი კომპანია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და პროექტების ინიცირება;
** სამშენებლო კომპანიების, დეველოპერების, ქვეკონტრაქტორებისა და დილერების მოზიდვა;
** პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა და განვითარება;
** კონკურენტების ანალიზი და ფასების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის აღწერა და კონტროლი დილერებთან საჭიროების შემთხვევაში;
** ვადაგადაცილებული დავალიანებების მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დამატებითი ამოცანების შესრულება;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიულ ან ტექნიკურ გაყიდვებში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება გათბობა-გაგრილებისა და ტექნიკური მიმართულებით გამოცდილ კანდიდატებს;

რას გთავაზობთ:

** სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით; (შეთანხმებით);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი კვება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ კომპანიაში;

როგორ შევიტანო განაცხადი?

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
Subject ველში მიუთითეთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 აგვისტო.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე