დასახელება:
მარკეტინგის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
შპს "თერმოინდუსტრია" - გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანია 13 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ამილახვარის ქ. 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება წლის ჭრილში, რომელიც მოიცავს: ციფრულ, კრეატიულ, საკომუნიკაციო აქტივობებს, ასევე ბრენდის ცნობადობის გაზრდას;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი, რეაგირების სწორი ფორმების განსაზღვრა / განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება;
** PR კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** დაგეგმილი აქტივობების, აქციების, პრომო ღონისძიებების და კრეატული კონცეფციების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება;
** ყოველწლიური მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება;
** მარკეტინგის გუნდის მართვა და შეფასება;
** სავაჭრო ობიექტზე განთავსებული პროდუქციის მერჩენდაიზინგის კონტროლი და კომპანიაში წარმოდგენილი სხვადასხვა ბრენდების ბაზარზე პოზიციონირება;
** სხვადასხვა განყოფილებების მარკეტინგული მხარდაჭერა;
** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი და მის საფუძველზე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიის ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** საბაზრო მდგომარეობისა და ფასების კვლევის პროცესის წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული ვერბალურ დონეზე გამართულად);
პიროვნული მახასიათებლები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიული, დადებითი და მოტივირებული.
სამუშაო პირობები:
** 10:00-18:00 საათი, შაბათ-კვირა დასვენება; ასევე განიხილება ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით; მის: ამილახვარის ქ. 1.
** ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
რას გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ კომპანიაში;
როგორ შევიტანო განაცხადი?
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 აგვისტო.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|