დასახელება:
წარმოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
გემრიელი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
შპს "გემრიელი" არის საქართველოში ფუნქციონირებადი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს კონკრეტული მიმართულებით, აუცილებელია იცოდეს ელექტრო პალეტის ურიკის მართვა.
ვაკანსია: წარმოების თანამშრომელი
მდებარეობა: ქალაქი რუსთავი, სამგორის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პალეტირებული ტვირთის გადატანა ელექტრო ტვირთამწით (პალეტის ურიკით)
** ტვირთის უსაფრთხო და სწორი განლაგება საწყობში
** ტვირთის მიღება და გაცემა საწყობიდან
** ელექტრო ურიკის მართვა უსაფრთხოების წესების დაცვით
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება (სასურველია)
** ელექტრო პალეტის ურიკის მართვის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისწრაფე
** ფიზიკური გამძლეობა
** გუნდში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** დროული ანაზღაურება და განვითარების პერსპექტივა
** უფასო კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@gemrieli.com.ge ან gemrieli.ltd@mail.ru
|
|
|
|