Робота для біженців з України
ეტიკეტის საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეტიკეტის საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ედვაიზი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
პოლიგრაფიული წარმოების სფეროში მომუშავე კომპანია "ედვაიზი" აცხადებს ვაკანსიას ეტიკეტის საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დატვირთვა: სრული
** ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
** ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება წარმოებაში, ხაზის ოპერატორის, დანადგარის ოპერატორის ან დაზგის ოპერატორის პოზიციაზე
** სასურველია და პლიუსად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სტამბაში
** ასავე პლიუსად ჩაითვლება ციფრულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბეჭდ დანადგარებთან მუშაობა, ბეჭდვის პროცესის მართვა
** ბეჭდვისათვის საჭირო მასალების მომზადება და ხარისხის კონტროლი
** დაბეჭდილი მასალის პერიოდული შემოწმება, ხარისხის მართვა
** ბეჭდვის დროული უზრუნველყოფა

პიროვნული უნარები:

** შესრულებული სამუშაოს ხარისხობრივი შეფასების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების მიმართ მზაობა;
** სწრაფი ათვისებისა და ადაპტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

თუკი არ გაქვთ ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება და დაინტერესებული ხართ რომ შეისწავლოთ აღნიშნული მიმართულება და განვითარდეთ, კომპანია გაძლევთ დასაქმების შესაძლებლობას.

გამოუცდელობის შემთხვევაში გთავაზობთ შემდეგ პირობებს:

ერთ თვიანი სტაჟირება - რა დროსაც შეფასება კანდიდატის უნარები
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში ანაზღაურება - 1200 ლარი
სამუშაო დატვირთვა: სრული
ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატი ფლობდეს ტექნიკურ უნარებს
** ჰქონდეს ფიზიკური მზაობა
** სწრაფი ათვისებისა და ადაპტაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ედვაიზ ჯგუფისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე