Робота для біженців з України
საწარმოს ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს საწარმოს ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** რძის პროდუქტების საწარმოს ტექნიკური მომსახურების ოპერაციების მართვა და განხორციელება, საწარმოო და შრომითი რესურსების ეფექტური დაგეგმვის გზით.
** წლიური ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ყველა ტექნიკური დანაყოფისთვის. საოპერაციო ეფექტურობის შესაფასებლად და გაზრდის მიზნით ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) შემუშავება და მონიტორინგი.
** ახალი საწარმოო დანადგარებისა და ტექნოლოგიების, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების, Capex პროექტების (დემონტაჟი, მონტაჟი, ექსპლუატაცია და წარმოების მხარდაჭერა) შემუშავების, კოორდინაციისა და დანერგვის უზრუნველყოფა. Capex პროექტების განხორციელების სრული კონტროლი.
** საწარმოო მანქანა-დანადგარების ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება, რათა შემცირდეს მატერიალური, ფინანსური და შრომითი ხარჯები მაღალი ხარისხის პროდუქციის შენარჩუნებისას.
** წარმოების ახალი აღჭურვილობის/ტექნოლოგიური ხაზების, დანადგარების განახლების/მოდერნიზაცის, ინტეგრირებული მექანიზაცისა და პროცესების ავტომატიზაციის მიზნით შესაბამისი მომსახურების მომწოდებლებთან მოლაპარაკება და ხელშეკრულებების გაფორმება.
** წარმოებისთვის ენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ორთქლი და ა.შ.), მათი რაციონალური და ეფექტური გამოყენების ხელშეწყობა.
** საწარმოო ეფექტურობისა და ოპტიმიზაციის პროგრამების (LEAN, Recon QCDM and 5 Why processes) ლიდერობა, განხორციელება, თანამშრომელთა მხარდაჭერა, უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის ჩამოყალიბების მიზნით.
** როგორც სტანდარტის მფლობელი, შეაფასოს და გააუმჯობესოს ქარხნის ოპერაციები GEHSMS სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს საწარმოს მდგრად, ეფექტურ და უსაფრთხო ოპერაციებს.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით (ენერგეტიკა, მექანიკა და მსგავსი სფერო)
** 5+ წლიანი გამოცდილება ტექნიკური ოპერაციების მართვაში წარმოების სფეროში, საკვები პროდუქტების სფეროში გამოცდილება პრიორიტეტულია
** გუნდის მართვის/ლიდერობის გამოცდილება
** პრაქტიკული გამოცდილება ბიუჯეტირების, KPI-ების და Capex პროექტების მართვაში.
** სამრეწველო უსაფრთხოების რეგულაციებისა და ენერგიის მართვის ცოდნა
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1С.
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური B2+ დონეზე;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
** გუნდის მართვის/ლიდერობის უნარები;
** ძლიერი მოტივაცია, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირება;

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალთა და ხელმძღვანელთა გუნდთან ერთად განვითარება და მხარდაჭერა
** კონკურენტული და ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** პეპსიკოს უნიკალური სასწავლო პროგრამები და რესურსები
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე