დასახელება:
ტექნიკოს-ინკასატორი
|
მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" ახალციხეში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ:
** საწვავი სრულად ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.
** ვინდოუსის გადაწერა.
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
** ტერმინალების გაინკასირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს ახალციხეში ან მიმდებარე ტერიტორიაზე;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა.
** ავტომობილის ფლობა.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ქალაქის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|