დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
რედკო
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული კომპანიის გუნდი ადევნებს თვალს ინდუსტრიის დინამიკას და უახლეს ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელი და რეკრეაციული კონცეფციების შემუშავებისთვის.
კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობას და შემდგომ მართვას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: http://www.redco.ge
პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება;
** კლიენტებთან პირდაპირი და დისტანციური კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესში შეხვედრების ორგანიზება და ობიექტების პრეზენტაცია;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და შესრულება;
** ინფორმაციის აღრიცხვა და განახლება;
** რეპორტინგის წარმოება;
** კლიენტების ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტების/მომსახურებებისა და კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
** ზრუნვა გაყიდვების შემდგომ გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის მოკვლევა, ცოდნა და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ/მომიჯნავე სფეროში - მინ. 2 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ანაზღაურება:
** ფიქსირებული;
** საბონუსე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@redco.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|