Робота для біженців з України
საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ი - რუსთავი, გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ი
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire). კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია მეგაკო აცხადებს ვაკანსიას საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუსთავი, გარდაბანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
** 09:00 - 18:00 საათი (1 საათიანი შესვენებით)
** ანაზღაურება: საშუალოდ 2000 ლარი
** ავტომანქანის ცვეთის ანაზღაურება

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: mariam.godabrelidze@megako.ge 2025 წლის 15 აგვისტომდე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი Mondelez/რუსთავი, გარდაბანი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე