დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეგაკო თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
შპს "მეგაკო თრეიდი" წარმოადგენს კომპანია "მეგაკო" -ს შვილობილ კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა საქართველოში მწარმოებელი ჩაი გურიელი -Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი "კრიალა", უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ვაკანსია განკუთვნილია მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, ვინც ფლობს გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებას და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებას;
სხვა პროფილის კანდიდატების სივები არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების გუნდის მართვა;
** გაყიდვების გაზრდის პროცესის ხელშეწყობა;
** ანგარიშის სისტემატური წარმოება და ჩატარებული სამუშაოების შედეგების არგუმენტირებული ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
** პროდუქციის მიწოდების კონტროლი სავაჭრო ქსელებთან;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ასორტიმენტის, განლაგებისა და რაოდენობის კონტროლი;
** ქსელის გამართულად მუშაობისათვის მისი სისტემატური შემოწმება და მოლაპარაკებების წარმოება;
** დაქვემდებარულ კადრებში საჭიროების შემთხვევაში ფუნქციების დელეგირება.
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (კვალიფიკაციის მიხედვით)
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: rusonasaridze@yahoo.com
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება).
|
|
|
|