დასახელება:
უსაფრთხოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
პარაგრაფი თაბორი გოლფი და სპა
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
კომპანია "პარაგრაფი თაბორი გოლფი & სპა, Autograph Collection (Marriott International)" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:
** უსაფრთხოების ზომების დაცვა სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
** ქალბატონების გამოსაცვლელი ოთახების შემოწმება.
** სასტუმროს თანამშრომლების და სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
** საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირება სასტუმროში არსებული წესების და პროცედურების მკაცრი დაცვით.
** სხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.
საჭირო უნარ-ჩვევები/განათლება:
** სასურველია შესაბამის სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** საგანგებო სიტუაციაში დროული რეაგირების უნარი.
გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hrtabori@paragraphhotels.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ელ ფოსტის სათაურში.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თბილისი სითი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე HRtabori@paragraphhotels.com.
|
|
|
|