Робота для біженців з України
სახანძრო უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ელ.უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა.
** პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:- MS Office;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი.
** კლინიკაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
** ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა.
** გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი.
** ელექტროქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება.
** საავადმყოფოს სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დისციპლინურობა;
** თავაზიანობა;
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და მართვის უნარი.

სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის მიღების პერიოდი - 2025 წლის 24 ივლისი -2025 წლის 25 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე