დასახელება:
კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე
მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი, ექიმებთან შეხვედრების ორგანიზება
** კლინიკის სერვისებზე ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლინიკის შესაძლებლობებზე
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშების წარმოება.
უნარები:
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 აგვისტო.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
|
|
|
|