Робота для біженців з України
ექიმი ექოსკოპისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ექოსკოპისტი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში
** მსგავს პოზიცაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 აგვისტო.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე