Робота для біженців з України
ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"ნეოტექის" ისტორია 2005 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან, კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.

ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა.

დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში.

კომპანია გაყიდვების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორაციული.

ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ნ.ბოხუას 4

პოზიციის აღწერა:

ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კომპანიაში შემოსული პროექტების ადმინისტრირებაზე და ტექნიკური დეპარტამენტის ოფისის გამართულ ფუნქციონირებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება
** ოფისის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
** მიმდინარე პროექტების დახურვა/კალკულაცია
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (ბაკალავრის) განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი სასურველია)
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თავაზიანობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** პრობლემური სიტუაციების მოგვარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სახელფასო ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@neotech.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე