Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"ნეოტექის" ისტორია 2005 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან, კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.

ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა.

დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში.

კომპანია გაყიდვების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორაციული.

ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ნ.ბოხუას 4

პოზიციის აღწერა:

ბუღალტრის თანაშემწე პასუხისმგებელია ბუღალტრული გატარებების უზრუნველყოფაზე, ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლზე კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების გატარება ბუღალტერიაში;
** დაქირავებულ ფიზიკური პირებზე მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** საბანკო გადარიცხვების შაბლონების მომზადება და მთავარი ბუღალტრის დადასტურების შემდეგ გატარება ბუღალტერიაში;
** რეალიზებული პროდუქტების (ბუღალტერიაში გატარებული) შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** თანამშრომლების მივლინებების გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო პროგრამებს ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო საქმიანობის შესაბამისი სერტიფიკატი;
** უნდა შეეძლოს საბუღალტრო პროცედურების ჩატარება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თავაზიანობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** პრობლემური სიტუაციების მოგვარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სახელფასო ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@neotech.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ბუღალტრის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე