Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: KK & Partners
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
იურიდიული კომპანია "KK & Partners" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. #33
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00 საათი; შესვენება 13:00-14:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი (Gross)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება - სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მემორანდუმები, წერილები, განცხადებები, ბრძანებები, განკარგულებები და ა.შ) შედგენა და გადახედვა;
** დოკუმენტბრუნვის წარმოება, შენახვა, დაარქივება;
** სხვა სამართლებრივ მოვალეობათა შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@kkpartners.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე