Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისეილერი
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრესელერის) პოზიციაზე თბილისში.

ზოოჰაბი 2018 წლიდან წარმატებით ვითარდება საქართველოში, აერთიანებს 15-ზე მეტ ფილიალს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ცხოველების საკვებს, აქსესუარებსა და ზოო-ჰიგიენურ პროდუქტებს.

გაიგეთ მეტი: https://www.facebook.com/zoohub/

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: მიღწევადი 2000
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია
** ულიმიტო სასაუბრო დრო

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
** უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მაღალი შედეგების მიღწევაზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
** შეკვეთის სწორი გაფორმება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: dimitri.abramovi@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე