დასახელება:
ტენდერი ავტომანქანების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
თანდართული ფაილი:
652574_tender2_aversi_4156204.zip
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ავტომანქანების შესყიდვის თაობაზე.
ლოტი #1
მსუბუქი ავტომანქანა
მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
** კატეგორია: სედანი;
** ახალი, 2025 წლის მოდელი;
** გარბენი: 0-ვანი;
** საწვავის ტიპი: ბენზინი/ დიზელი;
** გადაცემათა კოლოფი: ავტომატური;
** რაოდენობა: 1 ერთეული;
** ფერი: შეთანხმებით.
ლოტი #2
მსუბუქი ელექტრომანქანა
მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
** რეინჯი - რეალური არანაკლებ 350 კმ;
** ელემენტები - მინიმუმ 44 kwh;
** უნდა მოჰყვებოდეს ელექტრო სადგური (7 კვ სტაციონარი);
** გამოშვების წელი: 2024-2025წწ;
** რაოდენობა - 1 ერთეული;
** ფერი-თეთრი
შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია შემოთავაზება წარადგინოს ყველა ლოტზე ერთად ან ცალ-ცალკე;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში 2;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2025 წლის 08 აგვისტოს 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
** განფასება-დანართი#1, შემოთავაზებული ავტომანქან (ებ)ის მწარმოებლის შესახებ ინფორმაციისა და შემოთავაზებული კომპლექტაციის მითითებით;
** მისაწოდებელი საქონლის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით).
** ღირებულების გადახდის პირობა;
** მიწოდების ვადა;
** ინფორმაცია საგარანტიო პერიოდისა და პირობების შესახებ;
** ინფორმაცია სერვისული მომსახურების პირობების შესახებ;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
** შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
პრეტენდენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
- საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;
-ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
შენიშვნა:პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს "ავერსის კლინიკა"-ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
1. გია ლებანიძე
"ავერსის კლინიკა"-ს დაცვის სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 96 96 14
ელფოსტა: Gia.Lebanidze@aversi.ge
2. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99
ელფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
|
|
|
|