Робота для біженців з України
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
ენერგეტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი კომპანია ეძებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაზე. თუ გაქვს შესაბამისი ტექნიკური გამოცდილება და მაღალი მოტივაცია, შეუერთდე მზარდ და პროფესიონალურ გუნდს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ₾4000-₾4, 500 (გამოცდილების შესაბამისად);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მიზნებისა და ვადების განსაზღვრა ტექნიკური სპეციფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაოების ფაზებად გაყოფა (ქვესადგური, კაბელების გაყვანა, გამრიცხველიანება);
** პროექტის კალენდარული გეგმის (Gantt chart) შედგენა და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და რესურსების მართვა (ადამიანური რესურსი, ტექნიკა, მასალები);
** სამუშაოების ხარისხის და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის ფორმირება;
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა;
** ხარჯთაღრიცხვების კონტროლი;
** კომუნიკაცია დამკვეთთან და დამკვეთის ზედამხედველთან;
** რისკების იდენტიფიცირება (ტექნიკური, სამართლებრივი, ფიზიკური);
** პროექტის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა თანამშრომელთა მხრიდან (სპეცტანსაცმლის ტარება, ინსტრუქციების დაცვა, უსაფრთხოების ზომების შესრულება მიწის სამუშაოებისას
** ყოველდღიური ან ყოველკვირეული პროგრეს რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** შესრულებული სამუშაოს შემოწმება და საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტროენერგეტიკა, საინჟინრო, მშენებლობა);
** AutoCAD, MS Project ან სხვა პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** ნახაზებისა და სამონტაჟო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ენერგეტიკული პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პროექტის დაგეგმვა-მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vkakuchaia@onepoint.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე