დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
Greenwood Hotel
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N3.
სასტუმროს დიასახლისის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** უზრუნველყოს სასტუმროს ოთახებისა და საზოგადოებრივი სივრცის დალაგება-დასუფთავება;
** საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება;
** სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
** მენეჯერის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არარის სავალდებულო
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.
ბენეფიტები:
** კვება;
** ტრანსპორტირება;
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 89 09 21 გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|