დასახელება:
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის უფროსი
|
მომწოდებელი:
შენი სახლი ჯიქიაზე
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"შენი სახლი ჯიქიაზე" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაცვის პერსონალის მართვა, კადრების როტაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვა, გასაუბრებების ჩატარება, სამუშაო სმენების დაკომპლექტება და კადრების გადანაწილება ცვლების მიხედვით; დისციპლინის კონტროლი და შესაბამისი მითითებების გაცემა;
** შიდა უსაფრთხოების პროტოკოლის შექმნა და საჭიროების მიხედვით განახლება;
** ტერიტორიის შემოვლა და მონიტორინგი;
** კამერებისა და უსაფრთხოების სისტემის მართვა/კონტროლი;
** მოსახლეობასთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება (შესაძლო საფრთხეების ან მოსალოდნელი ინციდენტების შესახებ მენეჯერთან ერთად);
** მართლწესრიგის დარღვევაზე რეაგირება, კერძოდ დაპირისპირების, ვანდალიზმის ფაქტების ან სხვა ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიციასთან ან გადაუდებელ სამსახურებთან დაკავშირება/კოორდინაცია;
** საგანგებო შემთხვევებისა და სიტუაციების მართვა, კერძოდ პერიმეტრზე არსებული ნებისმიერი ფორსმაჟორის დროს, დაუყოვნებლივი კომუნიკაცია სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურებთან;
** თვის ბოლოს მენეჯერისთვის დაცვის თანამშრომლების ნამუშევარი გრაფიკის წარდგენა შესაბამისი ანაზღაურების გასაცემად;
უნარები:
** პუნქტუალობა
** დისციპლინა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** ლიდერობა
** გუნდურობა
** სტრესული სიტუაციების მართვა
მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 18 36 46
|
|
|
|