Робота для біженців з України
ბარისტა-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: კაფე სილვა
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კაფე "სილვა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვერცხლის ქუჩა 48

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** სენდვიჩების, ვრეპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება (ნაღდი და უნაღდო);
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო განათლება;
** ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა;
** ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** დავალებების დროში და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პოზიტიურობა და ენერგიულობა.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: silva48cafe@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე