დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ინვოო
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
"Invoo Pay" და "Invoo Chain" — ერთი ძლიერი Fintech ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ და ციფრულ ფინანსურ სერვისებს. კომპანია ფლობს როგორც PSP (გადახდების სერვისის პროვაიდერი), ასევე VASP (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი) ლიცენზიებს, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ დაცული, სწრაფი და ინოვაციური გადახდებისა და კრიპტო სერვისების სრული სპექტრი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისთვის სანდო გარემოს შექმნა — იქნება ეს ტრადიციული გადახდები თუ ვირტუალური აქტივების მართვა. "Invoo"-სთვის მთავარი ღირებულებებია უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობა, რადგან გვჯერა, რომ ნდობა ყველაზე მყარი საფუძველია ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურებისთვის.
პოზიცია: იურისტი
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის იურიდიული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა
** ფინანსური რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი
** კონტრაქტების მომზადება, გადახედვა და შეფასება
** ურთიერთობა რეგულატორ ორგანოებთან და ლიცენზირების პროცესის მხარდაჭერა
** შიდა იურიდიული კონსულტაციების გაწევა
** კომპანიის შესაბამისობის (Compliance) უზრუნველყოფა
** საკანონმდებლო კვლევების (Legal Research) ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება
მოთხოვნები:
** იურიდიული განათლება
** ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდურ მუშაობის უნარები
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** დინამიური და მეგობრული სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Careers@invoo.io.
განაცხადის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დასაქმების პროცესის მიზნებისთვის. მონაცემები შეინახება 12 თვის განმავლობაში. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა, მოითხოვოთ მონაცემების ხელმისაწვდომობა, შესწორება ან წაშლა. თანხმობა ნებაყოფლობითია და მისი უარყოფა არ იმოქმედებს თქვენს განაცხადზე.
|
|
|
|