Робота для біженців з України
მომმარაგებელი/ლოჯისტიკის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომმარაგებელი/ლოჯისტიკის კოორდინატორი
მომწოდებელი: საერთაშორისო სამედიცინო მოლი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის/ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, საქართველო - საერთაშორისო სამედიცინო მოლი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ვადის ტიპი: გრძელვადიანი თანამშრომლობა

ჩვენს შესახებ:

საერთაშორისო სამედიცინო მოლი გახლავთ ინოვაციური სამედიცინო ცენტრი, რომელიც აერთიანებს უმაღლესი დონის სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. ჩვენი გუნდი აგრძელებს ზრდას და ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და აქტიურ მომმარაგებელს, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ და უწყვეტ მიწოდებას პროექტისთვის საჭირო მასალებისა და რესურსების.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო და სამედიცინო პროექტისთვის საჭირო მასალების მოძიება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება და პირობების კოორდინაცია;
** მარაგების მდგომარეობის კონტროლი და დროული შევსება საჭიროების მიხედვით;
** ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია (ტრანსპორტირება, მიღება-ჩაბარება);
** გუნდის სხვა წევრებთან (ინჟინრები, მშენებლები, ადმინისტრაცია) მჭიდრო თანამშრომლობა მასალების სწორი დაგეგმვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო და სამედიცინო მასალებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებებისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;

რას გთავაზობთ:

** ინოვაციურ, თანამედროვე და პროფესიონალურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: procurement@medicalmall.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე