Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი/სამშენებლო მოცულობების ამზომველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი/სამშენებლო მოცულობების ამზომველი
მომწოდებელი: გლობალური ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
შპს "გლობალური ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღმრიცხველი/სამშენებლო მოცულობების ამზომველის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა, გადაფასება და ა.შ);
** შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** სამშენებლო მოცულობების აზომვა;
** პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა, მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** პრობლემების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული და ზუსტი ინფორმირება;
** ფორმა 2-ების მომზადება/ინსპექტირება;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** სარემონტო და სამშენებლო მასალების ფასებისა და რაოდენობების განსაზღვრა;
** არსებული პროექტების მონიტორინგი და ხარჯების რეგულარული განახლება;
** მომწოდებელთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ბიუჯეტის შედგენა, ოპტიმიზაცია და ხარჯების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
** მშენებლობის ხარჯთაღმრიცხველად მუშაობის გამოცდილება;
** CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამშენებლო მასალების და პროცესების კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპეტენტურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ანგარიშების წერის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღმრიცხველი/სამშენებლო მოცულობების ამზომველი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე