Робота для біженців з України
ოფისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** პაციენტის მიღება შიდა მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ;
** პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** სატელეფონო ზარების მიღება, გამოძახების ჩანიშვნა.
** ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
** დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია).

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: ცვლაში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება).
** სამუშაო საათები: 08:30-18:00.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.

ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე