დასახელება:
ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ვისტამედი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** პაციენტის მიღება შიდა მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ (როგორც სატელეფონო ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით);
** სატელეფონო ზარების მიღება, გამოძახების ჩანიშვნა.
** ანგარიშსწორება (სალაროს მართვა);
** ანალიზების შედეგების შესაბამის ბლანკში შეყვანა და პაციენტის ელ.მისამართზე გაგზავნა;
** გამოძახებაზე გასული ბრიგადის მართვა/მიმართულების მიცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება /სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განრიგი: ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24სთ).
სამუშაო საათები: 08:30-08:30.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.
ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი".
|
|
|
|