Робота для біженців з України
უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
** პორტფელის მართვა;
** ფაილინგის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

კანდიდატმა უნდა გაიაროს სტაჟირება დაახლოებით ორი კვირა . მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი", სასურველი ლოკაციის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე