დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, მცოცავი გრაფიკი;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი; ლილო, იუმაშევის ქუჩა N 14
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის შესყიდვის პროცესის ადმინისტრაციული ნაწილის უზრუნველყოფა და კორექტირების დოკუმენტების რეგისტრირება პროგრამაში;
** საწყობიდან მაღაზიათა ქსელში საქონლის გადაადგილების რეგისტრაცია სისტემაში;
** პროდუქციის დაბრუნებების ფაქტობრივი და პროგრამული დოკუმენტაციის შედარება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირების შეტანა;
** სავაჭრო ობიექტების მოთხოვნის ფორმების ამობეჭდვა და საწყობისთვის მიწოდება განაწილების პროცესის დასაწყებად;
** კონტროლის ან საოპერაციო დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად სისტემური გადაადგილებების შესრულება.
** სასაწყობე ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი
** MS Office (Word, Excel);
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ფართების მოძიების სპეციალისტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წელი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|