Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: Continental Real Estate
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
უძრავი ქონების სააგენტო "კონტინენტალი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

კონტინენტალი არის დინამიური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ერთი წელია ბაზარზე ოპერირებს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. ვმუშაობთ როგორც გაყიდვის, ასევე ქირის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქციები:

** კონტრაქტების შევსება და დოკუმენტაციის მართვა
** ოფისის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინირება
** აგენტების მუშაობის ორგანიზება და მხარდაჭერა
** ბაზის განახლება და მონაცემების აღრიცხვა

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (აუცილებელი)
** Microsoft Office-ის ცოდნა (Excel, Word) - აუცილებელი
** ორგანიზებული და დისციპლინირებული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

პრიორიტეტული:

** საბაზისო ცოდნა უძრავი ქონების სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

გთავაზობთ:

ხელფასი: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:30
ოფისის მდებარეობა: წერეთლის გამზირი
საწყისი ტრენინგი
საბონუსო სისტემა
სასიამოვნო სამუშაო გარემო

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე info.continental.re@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე