Робота для біженців з України
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის Lactalis-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat) - აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** გუნდის მხარდაჭერა, მოტივაცია და განვითარებაზე ზრუნვა;
** არსებული ობიექტებში გაყიდვებისა და ბრენდის წარმოდგენილობის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** სავაჭრო წერტილებში არსებული ვითარების ანალიზი და ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
** პროდუქციის ასორტიმენტის, განთავსებისა და შეკვეთების კონტროლი;
** გაყიდვების მიმდინარეობის ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სავალდებულოა გუნდის მართვის გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ოპერატიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - სუპერვაიზერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 10 აგვისტო.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე